ნამაშევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღე აღნიშნეს
20-04-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი კლასის დამრიგებელმა თვალმზისა გიორხელიძემ პირველი კლასში დედაენის კვირეული ჩაატარა.
„დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში მოაწყვეს საკლასო ღონისძიება თემაზე „ჩვენი ენა ქართული“. ბავშვებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები დედაენაზე, შეამკეს თითოეული ასო-ბგერა ლამაზი გამონათქვამებით, გააკეთეს კედლის გაზეთი და ბოლოს წარმოადგინეს კალიგრაფიის ნიმუშები.წარმოდგენილი ნამუშევრებიდან საუკეთესო ნაშრომი გააკრეს კედლის გაზეთზე. 14 აპრილი - დღე, რომელიც შეგვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია „დედაენა“ თითოეული ჩვენგანისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს