„არა, მავნე ჩვევებს!“ - ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლა ცხოვრების ჯანსაღი წესის სადარაჯოზე
20-04-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N2 სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა.

ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში, ახორციელებს პროექტს - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბიოლოგიის მასწავლებელმა, მაია მაჩიტიძემ მე-10 კლასში განახორციელა აქტივობა -  „არა, მავნე ჩვევებს". მე-10 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია აღნიშნული თემის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203