
მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ იელის საჯარო სკოლაში 9 აპრილისამდი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების ამსახველი კადრები, მოაწყვეს ისტორიული მიმოხილვა, ისაუბრეს 9 აპრილის მოვლენების წინაპირობებზე, წაიკითხეს ლექსები და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანის სულს.
ბავშვებმა გამოხატეს მადლიერება დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მამულიშვილების მიმართ და წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი მშვიდობის როლზე. სასკოლო საზოგადოებასთან ერთად შეაფასეს ამ დღისა და მსგავსი მოვლენების მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან.
დასკვნით ნაწილში საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლეილა ხვიბლიანმა და აღნიშნა, რომ „ჩვენი, როგორც მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე პირთა, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა არ დავივიწყოთ ეს მოვლენა!“
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის ტრაგედიამ წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში