„სკოლა სტრესშია!“ - რა მდგომარეობაა ამჟამად თბილისის N51 საჯარო სკოლასთან
04-12-2017
თბილისის 51-ე სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის თქმით, სკოლაში ამჟამად განათლების და მეცნიერების სამინისტროდან ფსიქოლოგებს ელოდებიან.
"სკოლა სტრესშია. ველოდებით ფსიქოლოგებს სამინისტროდან და ისინი ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად იმუშავებენ. საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, მოსწავლეებს ვამოწმებთ. სახეზეც რომ შევატყოთ ვინმეს რამე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ვამოწმებთ. პნევმატური იარაღი არასდროს ყოფილა სკოლაში და არც ამ შემთხვევაში იყო. დაპირისპირება რომ გაეგოთ მანდატურებს, ეს ამბავი არ მოხდებოდა", - განაცხადა მანანა თურქაძემ.
დირექტორის თქმით, საგაკვეთილო პროცესი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
"სკოლაში ზოგადად ისეთი სიტუაციაა, მოსწავლეების ნაწილი მოვა, ნაწილი არ მოვა. ვინც არ მოვა, დამრიგებლები მშობლებთან მოიკითხავენ ამბავს და მოვლენ აუცილებლად. ჩვენს სკოლაში რომ ბევრი მოსწავლეა, ეს არის დიდი ხნის პრობლემა. ზოგადად, სკოლებში არ უნდა იყოს ამდენი მოსწავლე. თუმცა, მიუხედავად ამისა, სკოლაში უკონტროლო სიტუაცია არასდროს ყოფილა, ადმინისტრაცია და მანდატურები აკეთებენ იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე შეიძლება. რის გამო მოხდა კონფლიქტი და რამდენად სერიოზული იყო, ასე დაუნდობლად რომ დახოცეს ჩვენი ნაფერები ბავშვები, ამას გამოძიება დაადგენს. მე იმ დღეს სკოლაში არ ვიყავი, შვებულებაში გახლდით. ამიტომ მეც ველოდები გამოძიების შედეგს. ამ წუთში სკოლას ვჭირდები, რადგან სიტუაცია არის სამართავი", - დასძინა მანანა თურქაძემ.
51-ე სკოლასთან ამჟამად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს