ჭალის თემის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
20-04-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მასწავლებელის ლუნა შონიას ხელმძღვანელობით დედაენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და მიიღეს ინფორმაცია ქართული ენის დღის დაარსების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203