
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში და მის დაქვემდებარებულ ქვედა ქოქოლეთის დაწყებით სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს. ამ დღისადმი განსაკუთრებული სიყვარული პირველი კლასის მოსწავლეებმა გამოავლინეს.
ქვედა ქოქოლეთის დაწყებითი სკოლის I კლასის მოსწავლე გეგა აბესლამიძემ დედაენის დღის მისალოცი ვიდეორგოლი მოამზადა.
პატარების მასწავლებლები თამაზ ქოქოლაძე და ლელა ბასილაძე არიან.
სკოლის დირექტორი ნონა მელაძე გახლავთ.
იხილეთ ვიდეო