ყაურმის საჯარო სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
20-04-2021
ნინოწმინდას მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

„ყაურმის საჯარო სკოლაში 2021 წლის 19 აპრილს მე-8 კლასში ისტორიაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „პირველი მსოფლიო ომი და სომხების გენოციდი“. 

გაკვეთილი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი ინფორმაციით იყო სავსე, მოსწავლეებმა დაასახელეს და გააანალიზეს პირველი მსოფლიო ომისა და სომხების გენოციდს შორის კავშირები, მისი გამომწვევი მიზეზები და შეაფასეს ამ ომისა და ამ უდიდესი ტრაგედიის შედეგები. გაკვეთილზე გამოყენებული იყო რუკები, ამ პერიოდის ამსახველი ფოტოები, რამაც გაკვეთილი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203