გაეცანით, კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლეების სტარტაპს კვების სფეროში
20-04-2021
მარტვილის კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლეები საბაზრო ეკონომიკა, ბარტერი და ბაზარზე კონკურენციის თავისებურებები ისწავლეს.

„სამოქალაქო განათლების საწყისებთან დგანან ჩვენი მეშვიდეკლასელები. მათ ახლახანს საბაზრო ეკონომიკა, ბარტერი და ბაზარზე კონკურენციის თავისებურებები შეისწავლეს.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ეკატერინე ჯღარკავამ მათ საკუთარი ბიზნესის შექმნის მოტივაცია გაუღვიძა და სტარტაპიც დაიბადა.

დღეს ნორჩმა „ბიზნესმენებმა“ კვების სფეროში ჩაბმა გადაწყვიტეს და საკუთარი სამზარეულოს წესები გააცნეს სხვებს.

„მომხმარებელს“ შემოთავაზებული მომსახურება ძალიან მოეწონა და ფინანსური ბრუნვაც წარმატებით განხორციელდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203