მარტყოფის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი ინოვაციების კონკურსის ნახევარფინალში გადავიდა
20-04-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა.

„ჩვენმა სკოლის საამაყო გოგონების გუნდმა საკუთარი ინოვაციის პრეზენტაცია წარადგინა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე.

კოვიდ პანდემიის პირობებში თერმოსკრინინგისა და დისტანცირების რეკომენდაციების დაცვისათვის მათ ჭკვიანი ფარი შექმნეს.
ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს გოგონებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203