
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს.
პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებასა და წარმოჩენას ცდილობენ.
საინტერესო და სახალისო აქტივობა შეასრულა სკოლის მე-7ა კლასის მოსწავლემ, მირდამირ იბრაგიმოვმა.
მეშვიდეკლასელმა კულინარიის წუთები მოაწყო და ბოსტნეულისგან სალათა - „აი ია“ მოამზადა.
მოსწავლის მასწავლებელი გულქან გიგოლაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები