სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „კაცია ადამიანი?!“ დადგეს
20-04-2021
მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის კათედრასთან შეთანხმებით  ილია ჭავჭავაძის მოთხრობა  „კაცია ადამიანი?!“ გააცოცხლეს.

მოსწავლეებმა განასახიერეს მოთხრობის ლიტერატურული  გმირები-  დარეჯანი და  ლუარსაბი და საკუთარი  ინტერპრეტაციით შექმნეს ილიასეული პერსონაჟები. 

მათ დიდი დახმარება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, იამზე ჟღენტმა.  

„მადლობა ასეთი კარგი წარმოდგენისთვის კათედრასა და პროექტში მონაწილე  ყველა მოსწავლეს: საბა გოგოლაძეს (ლუარსაბი), ლიზი ჯიმშერაძეს (დარეჯანი),ანი კომახიძეს (ზეინაბი, იგივე ლამაზისეული), თეკლა ბურჭულაძეს (ნაზიბროლა), ანანო ჟღენტს (მკითხავი), დათო გოგოლაძეს (ფრიდონი)“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203