ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა ქართული ენის დაცვის კონცეფცია შეიმუშავა
20-04-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო კონცეფციების კონკურსში -„როგორ დავიცვათ ქართული ენა“. კონკურსში სკოლის გუნდის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ციალა ჭიხვარია იყო. 

მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფმა შეიმუშავა ქართული ენის დაცვის კონცეფციის საკითხები. ისინი შეეცადნენ აეხსნათ, თუ რატომაა აუცილებელი და საჭირო ქართული ენის სიწმინდის დაცვა.

კონკურსის ფარგლებში განხორციელდა ერთთვიანი პროექტი „ქართული ქართველთ რწმენაა, ღმერთია! ბედისწერაა“.

ქართული ენის კვირეულმა, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა,  წარმოაჩინა ნორჩი დეკლამატორები, საუკეთესო კალიგრაფები, ლექსიკოგრაფები და  მართლწერის ოსტატები.

16-19 აპრილს ერკეთის საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია. შემდგომ გაგრძელდება მუშაობა ბარბარიზმების ლექსიკონზე.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყოველი თვის ბოლოს გამოქვეყნდება რუბრიკის „შეცდომაა-სწორია“ განახლებული შედეგები. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203