ინგლისურის უჩვეულო და შთამბეჭდავი გაკვეთილი ღების საჯარო სკოლაში
20-04-2021

ონის მუნიციპალიტეტის, ღების საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა.

19 აპრილს პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელმა და ონის მუნიციპალიტეტის, ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა პედაგოგმა თამარ სამსონიძემ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: Body parts, fruits, food, animals, colours, clothes, vehicles and vegetables.

გაკვეთილში ჩართულები იყვნენ ღების საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები;

გაკვეთილის მიზანი კი ნასწავლი მასალის გამეორება/განმტკიცება გახლდათ.

მოსწავლეები ცალ-ცალკე ცდილობდნენ გამოეცნოთ ნასწავლი სიტყვები, ყოველ გამოცნობილ სიტყვაზე კი მათ თითო ქულა ენიჭებოდათ.

გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც და ზოგადაად, უსაყვარლესი მასწავლებლის დამსახურებით გაკვეთილმა ბავშებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ფლეშბარათები წარმოდგენილი იყო შემდეგ თემატიკაზე:

body parts/სხეულის ნაწილები:

  • eye/თვალი,
  • ear/ყური,
  • head/თავი,
  • hand/ხელი,
  • tongue/ენა,
  • nose/ცხვირი,
  •  mouth/პირი,
  • finger/ხელის თითი,
  • nail/ფრჩხილი,
  • leg/ფეხი,
  • feet/ფეხები,ტერფები,
  • hair/თმა,
  • teeth/კბილები,
  • elbow/იდაყვი,
  • lips/ტუჩები,
  • shoulder/მხარი.
fruits- ხილი: 

  • apple/ვაშლი,
  • bananas/ბანანები,
  • grapes/ყურძენი,
  • kiwi/კივი,
  • peach/ატამი,
  • mango/მანგო,
  • orange/ფორთოხალი.
food/ხილი: 

  • salad/სალათა,
  • pasta/პასტა,
  • fish/თევზი,
  • chicken/წიწილა/ქათმის ხორცი,
  • pizza/პიცა,
  • eggs/კვერცხი,
  • burger/ბურგერი
animals/ცხოველები:

  • cat/კატა,
  • dog/ძაღლი,
  • camel/აქლემი,
  • lion/ლომი,
  • tiger/ვეფხვი,
  • panda/პანდა,
  • turtle/კუ.
colours/ფერები: 

  • black/ შავი,
  • red/წითელი,
  • yellow/ყვითელი,
  • orange/ფორთოხლისფერი,
  • blue/ლურჯი,ცისფერი
  • green/მწვანე,
  • purple/მეწამული ფერის.

clothes/ტანსაცმელი:

  • socks/წინდები,
  • T-shirt/ მაისური,
  • shoes/ფეხსაცმელი,
  • hat/ქუდი
  • pants/შარვალი
  • coat/ქურქი
  • skirt/ქვედაბოლო,
Vehicles/ტრანსპორტი:

  • bus/ავტობუსი,
  • taxi/ტაქსი,
  • train/მატარებელი,
  • plane/თვითმფრინავი,
  • yacht/იახტა,
  • truck/სატვირთო,
  • boat/ნავი.
Vegetables/ბოსტნეული:

  • tomato,
  • carrot/სტაფილო,
  • potatoes/კარტოფილები,
  • pepper/წიწაკა,
  • cucumber/კიტრი,
  • broccoli/ბროკოლი,
  • peas/ბარდა;
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203