თბილისის N37 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
20-04-2021

თბილისის N37 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 

ქართული ენის დღე მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშეს. გაიმართა პრეზენტაციები, შეიქმნა პოსტერები და ხელნაკეთი ნამუშევრები. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203