ჩიქუნეთის საჯარო სკოლასთან არსებულ ქოქოლეთის დაწყებით სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
20-04-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლასთან არსებული ქოქოლეთის დაწყებითი სკოლაში დადენის დღე აღნიშნეს.

„ენა ქართული დედაა ჩვენი!“ - ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და გაეცნენ ქართული ენის დღის დაარსების ისტორიას. აქტივობა პედაგოგების ქეთევან ფუტკარაძისა და დიანა ფუტკარაძის ორგანიზებით გაიმართა.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203