ჭაბუკიანის საჯარო სკოლამ სამაგიდო თამაშებში ასპარეზობა გამართა
20-04-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლამ აღსაზრდელებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, გამართა ასპარეზობა სამაგიდო თამაშებში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 1-ლი და მე-4 კლასის მოსწავლეები. 

მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი ჭადრაკში ასპარეზობამ გამოიწვია, სადაც გამარჯვება მოიპოვა მევლუდ ცერცვაძემ, ბარბარე აფრიაშვილმა, ნინო კობერიძემ და ევა მეტრეველმა. გამარჯვებულებს მასწავლებელმა, ელზა ჩალაძემ სიგელები გადასცა. 

დაიგეგმა მომავალი კვირის ასპარეზობაც - „საუკეთესო კალიგრაფი“.

„ჭაბუკიანის საჯარო სკოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულებით ყოველკვირეულად აქტივობების განხორციელებას აგრძელებს. მოსწავლეები ხალისით არიან ჩართულნი ღონისძიებებში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებილ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203