ძლევიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლემ დავით აღმაშენებელზე ილუსტრირებული ჟურნალი შექმნა
20-04-2021

ბესიკ კაპანაძის სახელობის, ქარელის მუნიციპალიტეტის, ძლევიჯვრის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა.

ამის დასტური კი ხელნაკეთი ჟურნალი გახლავთ დავით IV აღმაშენებელზე, რომელიც ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანი ჩაგელიშვილმა ილუსტრაციებით შექმნა. ბევრი იშრომა, თითოეული ილუსტრაციას დიდი ძალისხმევა მოახმარა და რაც მთავარია, ყოველ მონახაზში უდიდესი სიყვარული ჩადო.

Etaloni.ge ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლის, ანი ჩაგელიშვილის ილუსტრირებულ ჟურნალს ფოტოკადრებად წარმოგიდგენთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203