თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს
20-04-2021

თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 14 აპრილთან - დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩაატარეს.

მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „პატრიოტიზმი - მშობლიური ენის სადარაჯოზე“.  მათ ყურადღება გაამახვილეს ქართულ ენაში ბარბარიზმებისა და კალკების დამკვიდრების უარყოფით ტენდენციაზე და ისაუბრეს ენის დამახინჯების საფრთხეებზე.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენაც.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203