„სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა“ - ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებითი ღონისძიება გამართეს
20-04-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, მარინე ბოგვერაძის ხელმძღვანელობით გამართეს შემეცნებითი ღონისძიება თემაზე - „სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.“

ღონისძიება ღია ცის ქვეშ, კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია და დამსწრეებს გააცნეს სასარგებლო ინფორმაცია სწორი კვების, ფიზიკური აქტივობებისა და ზოგადად, ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...