„დაიცავი გარემო!“ - სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და გაავრცელეს
20-04-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ლიდერობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების განხორციელება აქტიურად გრძელდება.

სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა თეა დადვანმა განახორციელა კომპლექსური დავალება თემაზე: „ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება“. 

დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები - „დაიცავი გარემო!“ და გაავრცელეს თემში. ამით კიდევ ერთხელ შეახსენეს და მოუწოდეს მოქალაქეებს დაიცვან და იზრუნონ გარემოზე. 

სკოლა გარემოს დაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მსგავსი აქტივობების ჩატარებას მომავლშიც გააგრძელებს. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203