ნაგების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
20-04-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით დაწყებითი კლასის პედაგოგებმა, ნელიკო გიგანმა და მზევინარ გიგანმა კვირეული ჩაატარეს. კვირეულში ჩართული იყვნენ 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები.

გამართული ღონისძიებების ფარგლებში მოსწავლეებმა გაითავისეს მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების აუცილებლობა, გაეცნენ და შეისწავლეს ისტორიები სახელოვან წინაპრებზე, რომელთა დამსახურებითაც შემოვინახეთ სამი საუნჯიდან ერთ-ერთი მთავარი - მშობლიური ენა.

მოსწავლეებმა ისწავლეს პროექტების მომზადება და გამოიმუშავეს პრეზენტაციული უნარ-ჩვევები.

კვირეულის ფარგლებში მომზადებული მასალები განთავსდა სკოლის სტენდზე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203