წალენჯიხის N2 სკოლაში ყვავილების ფესტივალი გაიმართა
20-04-2021
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში ყვავილების ფესტივალი - „არიფანა“ გაიმართა. აღნიშნული პროექტი სკოლის მე-3ბ კლასის მასწავლებელმა, თეონა ფიფიამ მოსწავლეებთან ერთად განახორციელა.
ფესტივალის მიზანი ყვავილების, ფერებისა და სიკეთის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა იყო.
მოსწავლეებმა როგორც ქოთნის, ასევე, მინდვრის ყვავილებით მორთეს და დაამშვენეს საკლასო ოთახი.