„დედაენა ეს ჩემი გაზაფხულია“ -დილისკის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
20-04-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისა და გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით ღონისძიება - „დედაენა ეს ჩემი გაზაფხულია“ ჩატარდა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და პატარა ციტატები წაიკითხეს. ასევე, გაითამაშეს სპექტაკლი, დათესეს ბოსტნეული და გაზაფხულის მოსვლა იზეიმეს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლები: არევ გაბრიელიანი და დამხმარე მასწავლებელი მარიკა ოქრომელიძე.

დედაენის დღე 14 აპრილს აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203