დიოკნისის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო და სახალისო ღონისძიებით აღნიშნეს
20-04-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო და სახალისო ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბარბარიზმების პრობლემატიკასა და ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე.

აღინიშნა, რომ ბარბარიზმები ენაში საჭიროების გარეშე შემოტანილი უცხოური სიტყვებია, რომელთაც მშობლიურ ენაზე შესატყვისი მოეძებნებათ. 

მოსწავლეებმა დაფაზე გააკრეს ყველაზე გავრცელებული ბარბარიზმები და მათ ქართული სიტყვები შეუსაბამეს. 

იხილეთ  ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203