„თოჯინების თეატრი“ - გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ხელოვნებისა და ისტ-ის ინტეგრირებული პროექტი საინტერესო აღმოჩნდა
20-04-2021
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასში პროექტი „თოჯინების თეატრი“ განხორციელდა. 

მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებლის, მარინე ბურდულის ხელმძღვანელობით ააწყვეს თოჯინების თეატრი, იმუშავეს თითოეული პერსონაჟისა შექმნასა და ფონზე, რის შემდგომაც წარმოადგინეს ზღაპარი „კომბლე“. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა „კომბლე“ წარმოადგინეს Power point-ის საპრეზენტაციო ფორმატითაც.
 
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა, ცისანა ქვრივიშვილმა პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს აჩვენა ზღაპრისა და სპექტაკლის რამდენიმე ვერსია და დაავალა მათ, საკუთარი ინსპირაციით შეექმნათ ზღაპრის პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას და საკმაოდ სახალისო პრეზენტაცია გამართეს.
 
„ხელოვნებისა და ისტ-ის ინტეგრირებული პროექტი ძალიან საინტერესო და შემეცნებითი გამოდგა მოსწავლეებისათვის,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ  მოწოდებულ  ინფორმაციაში.

იხილეთ მოსწავლეთა პრეზენტაცია ბმულზე

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203