ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში ახალი შემეცნებითი პროექტი „FaceLab“ დაიწყო.„FaceLab“ არის ონლაინ შემეცნებითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ეფექტური და ეთიკური კომუნიკაციის უნარ-ჩვებების გამომუშავებასა და გაძლიერებას, როგორც ციფრულ, ასევე ცოცხალ სივრცეში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლა პროგრესის VIII, IX და X კლასის მოსწავლეებს სამივე ქალაქიდან.მონაწილეები პროექტის განმავლობაში ჩაერთვებიან სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობაში, შეიძენენ და დახვეწენ ციფრულ სამყაროში კომუნიკაციის უნარებს.
პროექტის ბოლოს კი მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ კონკურსში - ჰაკათონში, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით.
სარეგისტრაციო ფორმა:
http://bit.ly/ProgressFaceLab რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 22 აპრილი
მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტს სკოლა პროგრესის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ანა შალიკიანი გაუძღვება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სარეგისტრაციო ფორმაში