ხოფურის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი გაიმართა
20-04-2021

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის დირექციამ, დედაენის კვირეულის ფარგლებში, კონკურსი გამოაცხადა.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით, კონკურსისთვის მოსწავლეები ჟიურის წინაშე სპეციალურად მომზადებულები წარსდგნენ. მოსწავლეებმა  ქართველ პოეტთა შემოქმედება მაღალი საშემსრულებლო ხარისხით წარადგინეს.

კონკურსზე მოსწავლეებმა კალიგრაფიული ნაშრომებიც წარმოადგინეს. გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„დედაენის დღე სასკოლო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს, მიულოცა სკოლის დირექტორმა, ნონა გაზდელიანმა - მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“ , - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203