„გავუფრთხილდეთ გარემოს“ - ურავლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი ღონისძიება გამართეს
20-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად გასვლითი ღონისძიება   - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ მოაწყვეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. აქტივობაში ჩართული იყო ურავლის სკოლის ყველა მოსწავლე. 

ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203