არბოს საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
20-04-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„არის წელიწადში ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს, ბედნიერი დღე - 9 აპრილი. დღე, როცა ბევრი ადამიანი შეეწირა ტოტალიტარიზმსა და საბჭოთა რუსეთის მოქმედებებს, დღე - როცა საქართველომ, საბჭოთა ცხოვრებით შეცვლილმა, მრავალჭირ და რეპრესიაგადატანილმა, ძმათა დაპირისპირებით თუ მტრის მოგერიებით დაღლილმა, მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, რომ ის სახელმწიფოდ იქცეს - დამოუკიდებლობა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

წელს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203