გურიანთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
20-04-2021
თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით დამრიგებელ მარინე კონტრიძის ხელმძღვანელობით მე-2 კლასელებმა  ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეების ამ აქტივობამ კიდევ უფრო საინტერესო და ლამაზი გახადა სასწავლო პროცესი. მათ  წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს დედა ენასთან დაკავშირებული ემოციური სიტყვები და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ქართულ ენასა და მის განუზომელ მნიშვნელობას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203