
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა დოკუმენტური კადრები ნახეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
„9 აპრილი საქართველოს ისტორიის დაუვიწყარი ფურცელია.
დღე, რომელიც ჩვენი სამშობლოს ერთიანობის, ეროვნული სიმტკიცის და სოლიდარობის დღედ იქცა.
დიდება სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს!
ქედს ვიხრით თქვენს წინაშე!“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.
32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.
2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები