ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლე ნონა გრიგორიანი კალიგრაფიის კონკურსში ჟიურის რჩეული გახდა
20-04-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის ორი მოსწავლე - ნონა გრიგორიანი და მინავარ იბადოვა, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ. მათგან ერთი - ნონა გრიგორიანი კი ჟიურის რჩეული გახდა.

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ კალიგრაფიის კონკურსს სულ 56 მონაწილე ჰყავდა, რომელთაგან 8 გამარჯვებული გამოვლინდა. სწორედ მათ შორის, ჟიურის ორ რჩეულს შორის მოხვდა ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლე ნონა გრიგორიანი.

სკოლა ულოცავს მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203