დვაბზუს საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პრობლემაზე ორიენტირებული პროექტ - გაკვეთილი ჩატარდა
20-04-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მე-9 კლასში, „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“, ქართულ ენასა და ლიტერატურაში პრობლემაზე ორიენტირებული პროექტ - გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის თემა იყო -„სიკვდილით დასჯა- საზოგადოების თუ ბრბოს განაჩენი?“.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნათელა ღლონტი ხელმძღვანელობდა. 

„მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით​ პრობლემები წამოჭრეს, მათ გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს და დასახეს გზები პრობლემის გადასაჭრელად.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა დავალების შესაბამისად მოირგეს ჟურნალისტების, მკვლევარების და სიკვდილით დასჯის პრობლემატიკით დაინტერესებული პირების როლები. ერთმანეთს ცვლიდა საინტერესო პრეზენტაციები, მოკვლეული მასალები თუ საინტერესო ინტერვიუები“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

გაკვეთილს სკოლის დირექცია დაესწრო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203