ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
20-04-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. პედაგოგებმა მოსწავლეებს ქართულ ენასა და ანბანზე საინტერესო ინფორმაციები მიაწოდეს.

„ბავშვები გაეცნენ ინფორმაციებს ქართულ ენაზე და ანბანზე, წაიკითხეს ლექსები, შექმნეს პლაკატი, სადაც ცოცხალი ქართული ასოები ბავშვებთან ერთად თამაშობენ. 

დახატეს სადღესასწაულოდ მორთული ქართული ასო-ბგერები, რომლთაც გვერდზე გამოცანები უწერიათ და პირველკლასელებისთვის ძალიან საინტერესო სასწავლო რესურსია“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203