განთიადის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
20-04-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს. დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიებები ყოველ წელს იმართება. 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს. ასევე გააკეთეს წარწერა „აი ია“.

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203