„დავიცვათ ენა ბარბარიზმებისგან!“ - კარბის საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
20-04-2021

გორის მუნიციპალიტეტის კარბის საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს სასკოლო პროექტი „დავიცვათ ენა ბარბარიზმებისგან!“

პროექტის ხელმძღვანელები იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ნინო კოლოტაშვილი და გვანცა გვიმრაძე.

პროექტი მიმდინარეობდა ორი კვირის განმავლობაში და პრეზენტაცია გაიმართა 14 აპრილს - დედა ენის დღეს.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართული ენის წარმოშობის, დამწერლობის, ასევე უძველესი წარწერების შესახებ,ჩაწერეს ინტერვუები ოჯახის წევრებთან, მასწავლებლებთან, რამდენად ხშირად იყენებენ ბარბარიზმებს და როგორ ვებრძოლოთ მათ ხშირ გამოყენებას, შემდეგ წარმოთქვეს გამონათქვამები ქართული ენის შესახებ, ასევე წაიკითხეს ლექსები.

გაიმართა სახალისო აქტივობა, ბავშვებმა დაფაზე დაწერილი წინადადებებიდან ამოკრიბეს ბარბარიზმები და სიმბოლურად ნაგვის ურნაში მოათავსეს, შემდეგ ასევე ბარათებზე დაწერილ ბარბარიზმებს შეუსაბამეს ქართული სიტყვები. მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, ბუკლეტები, რომლებიც გაავრცელეს მოსახლეობაში წარწერით „არა-ბარბარიზმებ“.

პროექტი ძალიან საინტერესო გამოდგა, მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის გადაეცათ სიგელები. აღსანიშნავია, რომ ბავშვები პროექტის განმავლობაში ზედმიწევნით იცავდნენ პანდემიის გამო შემუშავებულ რეკომენდაციებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203