
„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!“ - გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის საჯარო სკოლაში 14 აპრილს, დედა ენის დღის აღსანიშნავად, მე-7 კლასში ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები და წარმოთქვეს ემოციური ტექსტები.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - მზია ოხანაშვილი და თეა სადაღაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები