
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლას 15 აპრილს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ესტუმრა, რომელმაც მასწავლებლები და მოსწავლეები დაასაჩუქრა.
„ჩვენი სკოლის I-V კლასის მოსწავლეები და სპორტის პედაგოგები მაისურებითა და ინვენტარით დაასაჩუქრეს. ბავშვებმა გაიხარეს საჩუქრებით, მადლობა გადაუხადეს სტუმარს და სპორტული აქტივობებიც განახორციელეს სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ მოედანზე“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები