თბილისის N94 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი, მოსწავლეებისა და მშობლების მონაწილეობით, გაიმართა
19-04-2021
თბილისის N94 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებების მიზნით, მოსწავლეებისა და მშობლების მონაწილეობით ხშირად ტარდება სპორტული აქტივობები.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერადაც სკოლაში „მხიარული სტარტები“ გამიართა
„სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს საკითხი სერიოზულ გამოწვევად იქცა განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. გამოწვევას კი დაძლევა სჭირდება. ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენი მასწავლებლების ლელა გეთიაშვილისა და თეონა ჭანტურიძის მიერ ორგანიზებული „მხიარული სტარტები“, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მადლობა 2/4 კლასის მშობლებს აქტიურობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს