„გმადლობთ, რომ გვაჩუქეთ თავისუფლება“ - საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით კედლის გაზეთი შექმნეს
19-04-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის, ნინი გიგილაშვილის ხელმძღვანელობით ისტორიის გაკვეთილზე 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით კედლის გაზეთი შექმნეს.
გაზეთი მოსწავლეებმა გააფორმეს 9 აპრილის ამსახველი უნიკალური ფოტოებით და წააწერეს: „გმადლობთ, რომ გვაჩუქეთ თავისუფლება“.
კედლის გაზეთს ამშვენებდა წითელი ტიტაც, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს