აკაკი წერეთლის გაცოცხლებული პერსონაჟები დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში
19-04-2021

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ.

სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და ამის დასტურია პედაგოგი ეკა ლიპარტელიანი - კონსტრუქტივისტი და შრომისმოყვარე მასწავლებელი,  რომელიც თავის მოაზროვნე  მოსწავლეებთან ერთად, მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. სწორედ შემოქმედებითი და სამართლებრივი უნარების  განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩატარდა დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასში.

პედაგოგმა, უსაყვარელს მოსწავლეებთან ერთად, გაკვეთილზე გააცოცხლა აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელის“ პერსონაჟები  -  ბათუ, საფარბეგი, ჰაჯიუსუპი.

„წარმატებები გონიერ ეკა მასწავლებელსა და მის მოსწავლეებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203