მარელისის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა
19-04-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მარელისის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა. მოსწავლეებმა დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. 

გთავაზობთ კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს:

1. დღე კალიგრაფიის კონკურსი.

2 დღე ტესტირება კლასების მიხედვით მართლწერა მთავარია.

3 დღე დავიცვათ ქართული ენა პოსტერის შექმნა პრეზენტაცია.

4 დღე ქართული დამწერლობის განვითარება ვეფხისტყაოსნის აფორიზმების გაფორმება ასომთავრულით.

5 დღე ქართველ გრამატიკოსთა ბიოგრაფიები.

„1-4 კლასების მიერ წარმოდგენილი იქნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. პატარები კიდევ ერეთხელ მოეფერნენ ქართულ ანბანს და სიტყვას. ასევე მოეწყო კვირეულის შეჯამება და გამარჯვებულების დაჯილდოება შესაბამისი ნომინაციების მიხედვით სიგელებით, დიპლომებით და სერტიფიკატებით. მადლობა ყველა მონაწილეს და პედაგოგებს, რომლებმაც საუკეთესო შემოქმედებითი და მრავალფეროვანი დღეები გვაჩუქეს. მადლობის სიგელები გადაეცათ პედაგოგებს: ანა ჭყოიძეს, ნათია კიკნაძეს. ლეილა მაღრაძეს, თეა მაღრაძეს, ლიანა ტარიელაშვილს, მაკა ბუაჩიძეს, იზოლდა გველესიანს, ნინო ცისკაძეს, ირინა კუპატაძეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203