„სიტყვა ქარგული“ - აწყურის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
19-04-2021

„სიტყვა ქარგული“ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო აქტივობით აღნიშნეს. 

მასწავლებლებმა ბავშვებს უამბეს
14 აპრილის - ქართული ენის დღის დაარსების შესახებ. მოსწავლეებმა კი საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ქართულ ანბანზე საკლასო ღონისძიებები გამართეს და ნამუშევრები შექმნეს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203