„ენა დედაა ერისა“ - წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს
19-04-2021

წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში 12 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა, რომელშიც V-VI-VII-VIII-IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ, რის გამოც ისინი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა შანავა ხელმძღვანელობდა.

„პირველი ორი დღე დაეთმო ტესტირებას, მესამე დღეს ჩატარდა აქტივობა „ჩვენ გვიყვარს კითხვა“, შემდეგი აქტივობა იყო „გაზეთის პრეზენტაცია“, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი კლასების მიხედვით. განსაკუთრებით საინტერესო იყო მხატვრული შემოქმედება, სადაც მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით დიდი პატივისცემა და მოწიწება გამოხატეს მშობლიური ენის მიმართ“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203