„ჩვენი ენა ქართული“ - ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი პროექტი ჩატარდა
19-04-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი პროექტი ჩატარდა. 

„ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის V-XI  კლასებში, მიმდინარე  წლის 14 -16 აპრილის ჩათვლით ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პროექტი სახელწოდებით: „ჩვენი ენა ქართული“. პროექტის ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქობალია.

მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, გაიმართა ვიქტორინა „ვინ უკეთ იცის ქართული ენა“. ასევე, ჩატარდა კონკურსი მხატვრულ კითხვაში. მხატვრულ კითხვაში გამარჯვებულ მე-8 კლასის მოსწავლეს, სულამით ჯიქიძეს, მასწავლებელმა ლია ქობალიამ გადასცა წიგნი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203