დანისპარაულის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
19-04-2021

14 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა,  დედაენის დღესთან დაკავშირებით, საკლასო ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

მეხუთე კლასის მოსწავლეებმა კი სიმღერით გაულამაზეს პატარა მეგობრებს აღნიშნული ღონისძიება.

14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203