ვერაზე, 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა
01-12-2017
თბილისში, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ორი არასრულწლოვანი დაიჭრა. თვითმხილველების თქმით, ჩხუბში 10-15 მოზარდი ბიჭი მონაწილეობდა. 

შელაპარაკება სავარაუდოდ 51-ე სკოლასთან დაიწყო და მანდატურის მიერ შენიშვნის მიცემის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა. 

ბოლო ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. 

შსს-ში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203