ბიოლოგიის შთამბეჭდავი გაკვეთილი თბილისის N133 საჯარო სკოლაში
19-04-2021

თბილისის N133 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ.

საინტერესო და დინამიური გაკვეთილი ჩაატარა მე-8 „ბ“ კლასის მოსწავლეებისთვის ბიოლოგიაში, პედაგოგმა ლია ფუტკარაძემ.

გაკვეთილი ახალი სკოლის მოდელის გათვალისწინებით, მიზნის მისაღწევად საჭირო აქტივობებით წარიმართა და სწორი კვების უმნიშვნელოვანეს როლს ეხებოდა. მოსწავლეების მაღალი მზაობა და ინტერესი მათი მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით გამოიხატა. გაკვეთილს ინტერესით ადევნებდნენ თვალს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მასწავლებლები და მასწავლებლობის მაძიებელი ახალგაზრდები, ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარდგინებით, ე.წ.60-კრედიტიანი პროგრამის ფარგლებში.

„მადლობა ლია მასწავლებელს საინტერესო გაკვეთილისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203