გარემოსდამცველები არეშფერანის საჯარო სკოლიდან - მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
19-04-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, არეშფერანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ.

ახლახან, არეშფერანის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა, სოფიო ლობჟანიძემ, წყლის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს აუხსნა წყალში ხსნადი ნივთიერებების შესახებ. მოსწავლეებმა თავად ჩაატარეს ცდები და თვალნათლივ დაინახეს, რომელი ნივთიერებები იხსნება წყალში.  ამის  შემდეგ კი, მოხალისეობრივად,  სკოლის მიმდებარედ, მდინარის პირას მოაწყვეს დასუფთავების აქცია. ბავშვებმა გარემო ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველი ნაგვისგან  დაასუფთავეს. 

ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ახალი სამგორის საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა.

იხილეტ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203