„მე ვიცავ ქართულ ენას, დაიცავი შენც!“ - გუთურის საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
19-04-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით: „მე ვიცავ ქართულ ენას, დაიცავი შენც!“ გაიმართა.

ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო და ფერადი აქტივობით - მოეწყო დედაენისადმი მიძღვნილი ნახატების, საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრებისა და პოსტერების გამოფენა.

მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ენისადმი მიძღვნილი სიმღერები და  წაიკითხეს ლექსები. ამ ყველაფერთან ერთად, მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობისა და დამწერლობის შესახებ.

მოსწავლეებმა სიამაყით გაიხსენეს ისტორია იაკობ გოგებაშვილის მიერ  დედაენის შექმნის შესახებ და გააჟღერეს მწერლის ლამაზი მოგონება ჯადოსნურ „აი ია“-სთან დაკავშირებით.

ღონისძიების ბოლოს ერთხმად გაისმა მოწოდება: „ილაპარაკეთ ,ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!“

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელი, ნინო ნინიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი, ნანა კალანდაძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203